აშშ-ში, ეკლესიაში სროლას მსხვერპლი მოჰყვა
ალაბამას შტატში, ბირმინგემის გარეუბანში მდებარე ეკლესიაში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი დაშავდა. პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილი დაკავებულია.
როგორც პრესკონფერენციაზე პოლიციის კაპიტანმა, შეინ უერმა თქვა, ”ეჭვმიტანილი მრევლის მცირე ჯგუფის შეხვედრაზე მივიდა და ცეცხლი გახსნა”.
ბოროტმოქმედის ვინაობა ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა, ის დაკავებულია.
ასევე, პოლიცია მის მოტივებზე ჯერჯერობით ინფორმაციას არ ავრცელებს.