სერგეი ლავროვი: რუსეთი არ არის სუფთა, მაგრამ ჩვენ არ გვრცხვენია, ვაჩვენოთ ყველას, როგორებიც ვართ

„რუსეთი არ არის სუფთა, რუსეთი არის ის, რაც არის. ჩვენ არ გვრცხვენია ვაჩვენოთ ყველას, როგორებიც ვართ“, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი უკრაინაში არ შეჭრილა.

„ჩვენ გამოვაცხადეთ სპეციალური სამხედრო ოპერაცია, რადგან სხვა გზა არ გვქონდა აგვეხსნა დასავლეთისთვის, რომ უკრაინის ნატოში შეყვანა დანაშაულებრივი ქმედება იყო“, – განაცხადა ლავროვმა.

ამასთან, როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, საერთაშორისო მაღალჩინოსნები, მათ შორის გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი და გაეროს გენერალური მდივანი დასავლეთის ზეწოლის ქვეშ არიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები