საქართველოში წვიმას და ელჭექს ელოდებიან
საქართველოს უმეტეს რაიონებში მომდევნო ორი დღის განმავლობაში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმები ელჭექით. ამის შესახებ „კვირას“ გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების ბიუროს ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა. მისივე თქმით, აგვისტოს თვის განმავლობაში, მცირე დროით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმები.
„დასავლეთ საქართველოში შედარებით გრილი და ნოტიონ ჰაერის მასები მოქმედებს, ამიტომ დღეს საღამოს და ხვალ დღისით საქართველოს უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დღევანდელთან შედარებით, ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოში 1-2 გრადუსით დაიკლებს, ხოლო დასავლეთში ტემპერატურა 32 გრადუსამდე ჩამოვა. 7 აგვისტოდან კვლავ გამოიდარებს. ხანმოკლე წვიმები მცირე დროთ აგვისტოს პირველ და მეორე ნახევარშიც შენარჩუნდება“, – განაცხადა გვაზავამ.