ზელენსკი: რაც უფრო მეტ იარაღს მივიღებთ, მით უფრო სწრაფად შევძლებთ ჩვენი ხალხისა და მიწის გათავისუფლებას

KYIV, UKRAINE - JUNE 16: In this handout photo provided by the German Government Press Office (BPA), German Chancellor Olaf Scholz (R) speaks with Ukrainian President Volodymyr Zelensky on June 16, 2022 in Kyiv, Ukraine. The leaders made their first visits to Ukraine since the country was invaded by Russia on February 24th. (Photo by Jesco Denzel/Bundesregierung via Getty Images)

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა მზად არის იმუშაოს ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე, თუმცა რუსების დასამარცხებლად უფრო ძლიერი იარაღი სჭირდება.

მისი თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზანია „დაარღვიოს უკრაინა და გატეხოს მთელი ევროპა უკრაინის გავლით“.

ამასთან, როგორც მან კიევში გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის და რუმინეთის ლიდერებთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რუსეთის უკრაინაზე თავდასხმა ევროპაზე შეტევის ტოლფასია.

„რუსეთს სურს აჩვენოს, რომ ერთიან ევროპას არ ძალუძს იყოს ეფექტური და რომ ევროპული ღირებულებები არ მუშაობს თავისუფლების დასაცავად. ჩვენ შეგვიძლია და უნდა დავამტკიცოთ ეს სცენარი და დავამტკიცოთ, რომ ევროპა გააგრძელებს თავისუფლების, დემოკრატიის და… ერთიანობისკენ სწრაფვას”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, მათი საერთო და ძლიერი პოზიციის დემონსტრირების საუკეთესო გზა უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერაა.

მანვე დასძინა, რომ უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამ შესაძლოა გააძლიეროს თავისუფლება ევროპაში.

„ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ, რომ ჩვენი სახელმწიფო გარდაიქმნას ევროკავშირის სრულუფლებიან წევრად. უკრაინელებმა უკვე დაიმსახურეს ამ გზაზე დადგომის უფლება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა მოუწოდა ევროკავშირის ლიდერებს, მხარი დაუჭირონ მისი ქვეყნის სწრაფ გაწევრიანებას ბლოკში, შემცირებული პროცედურების მეშვეობით, რათა დაუპირისპირდნენ რუსეთის აგრესიას.

მისი თქმით, უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ გამოყენებული რუსული რაკეტების საერთო რაოდენობამ მიმდინარე თვეში უკვე 3000-ს მიაღწია და დასძინა, რომ რაც უფრო ადრე მიიღებს მძლავრ იარაღს დასავლეთისგან, მით უფრო სწრაფად შეძლებს რუსეთის თავდასხმების დასრულებას.

„ასეთი მარაგების თითოეული პარტია უდრის გადარჩენილ უკრაინელებს. და გადაწყვეტილების გადადების ყოველი დღე არის რუსი სამხედროებისთვის უკრაინელების მოკვლის ან ჩვენი ქალაქების განადგურების შანსი. არსებობს პირდაპირი კავშირი: რაც უფრო მეტ იარაღს მივიღებთ დასავლეთისგან, უფრო სწრაფად შევძლებთ გავათავისუფლოთ ჩვენი ხალხი და გავათავისუფლოთ ჩვენი მიწა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები