მარიო დრაგი: იტალიას სურს, უკრაინას ჰქონდეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და მხარს დაუჭერს ამ პოზიციას

იტალიას სურს უკრაინა ევროკავშირში, სურს უკრაინას ჰქონდეს კანდიდატის სტატუსი და მხარს დაუჭერს ამ პოზიციას, – ამის შესახებ იტალიის პრემიერ მინისტრმა, მარიო დრაგიმ კიევში უკრაინის, გერმანიის, საფრანგეთისა და რუმინეთის ლიდერებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინელი ხალხი ყოველდღე იცავს დემოკრატიისა და თავისუფლების ღირებულებებს, რომლებიც ევროპული პროექტის საფუძველია.

„დღეს მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ვიზიტის ყველაზე მნიშვნელოვანი მესიჯი არის ის, რომ იტალიას სურს უკრაინა ევროკავშირში და სურს უკრაინას ჰქონდეს კანდიდატის სტატუსი და მხარს დაუჭერს ამ პოზიციას მომავალ ევროპულ საბჭოში.

უკრაინელი ხალხი ყოველდღე იცავს დემოკრატიისა და თავისუფლების ღირებულებებს, რომლებიც ევროპული პროექტის, ჩვენი პროექტის საფუძველია. ჩვენ არ შეგვიძლია ამ პროცესის გადადება“, – განაცხადა დრაგიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები