გერმანია მხარს უჭერს უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე პოზიტიურ გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა კიევში, უკრაინის, საფრანგეთის, რუმინეთის პრეზიდენტებთან და იტალიის პრემიერ-მინისტრთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინა ევროპულ ოჯახს ეკუთვნის.
„მე და ჩემი კოლეგები დღეს აქ ჩამოვედით კიევში მკაფიო გზავნილით: უკრაინა ეკუთვნის ევროპულ ოჯახს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც, სავარაუდოდ, გრძელი ევროპული გზაა, არის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ამის შესახებ ევროკავშირის წევრი ქვეყნები უახლოეს დღეებში განიხილავენ. ჩვენ ვიცით, რომ საჭიროა ერთსულოვნება ევროკავშირის 27 ქვეყანას შორის“, – აღნიშნა შოლცმა.
როგორც მან აღნიშნა, გერმანია მხარს უჭერს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე პოზიტიურ გადაწყვეტილებას უკრაინისა და მოლდოვის რესპუბლიკასთან მიმართებაში.