ლარი კვლავ გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.9358 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9436 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0078 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0524 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0855 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0331 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში ხვალ შევა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები