გიორგი ღვინიაშვილი მანანა ბერიკაშვილის განცხადებით გაოცებულია

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი ღვინიაშვილი კულტურის მინისტრის ახლადდანიშნული მოადგილის, მანანა ბერიკაშვილის განცხადებით გაოცებულია.
„ძალიან გაცებული ვარ, თუ კიდევ არსებობენ ადამინები, რომლებსაც 10 თვის ბავშვის სიკვდილი არ აინტერესებს, მათ შორის მანანა ბერიკაშვილს. თუკი მანანა ბერიკაშვილის მსგავსი პიროვენა ბევრი ჰყავთ „ქართულ ოცნებაში“, საერთოდ დაიღუპება ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა ღვინიაშვილმა.
“ნაციონალური მოძრაობა” მანანა ბერიკაშვილის კულტურის მინისტრის მოადგილედ დანიშვნის ფაქტს გამოეხმაურა. როგორც პარტიის წევრმა, გიორგი ღვინიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბერიკაშვილის კულტურის მინისტრის მოადგილის პოსტზე დაბრუნება მთელი საზოგადოების შეურაცხყოფაა, ვინაიდან მას რაფალიანცის საქმის პოლიტიკური ნიშნით გამოყენების გამო ბოდიშიც კი არ მოუხდია.
აღნიშნული განცხადების საპასუხოდ დღესვე მანანა ბერიკაშვილმა განცხადა, რომ გიორგი ღვინიაშვილის უმსგავსო განცხადებები უკვე საინტერესო აღარ არის.
“პირველად გაიგეთ გიორგი ღვინიაშვილის ეს განცხადება?! გიორგი ღვინიაშვილის განცხადებებზე მე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან ვფიქრობ, მისი უმსგავსო განცხადებები უკვე საინტერესო აღარ არის”, – აღნიშნა ბერიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები