ლევან დავითაშვილი: წლის მეორე ნახევარში ინფლაციის მნიშვნელოვნად შემცირებას ველოდებით
წლის მეორე ნახევარში ინფლაციის მნიშვნელოვნად შემცირებას ველოდებით, რადგან ომიდან გამომდინარე პირველი ეფექტი ალბათ გადავლილი იქნება ამ პერიოდში, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, რეგიონში სერიოზული კრიზისის ფონზე გაურკვევლობა არსებობს.
„ამიტომ ზუსტი და გრძელვადიანი პროგნოზების გაკეთება არის რთული. მაგრამ ჩვენ ბევრი ფაქტორის მუდმივი ანალიზისა და კონტროლის გამო, ვახერხებთ იმას, რომ საქართველოს ეკონომიკამ ნაკლები ზიანი მიიღოს, ნაკლები იყოს შოკების ეფექტი და რეალურად შევინარჩუნოთ მაკროეკონომიკური სტაბილურობა, პირველ რიგში, შევინარჩუნოთ მნიშვნელოვანი სწრაფი ეკონომიკური ზრდა, რაც საბოლოოდ არის იმის მთავარი პასუხი, რომ ქვეყანაში შევქმნათ კეთილდღეობა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.