ლარი გამყარდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.9436 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9631 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0195 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0855 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0923 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0068 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში ხვალ შევა.