სოზარ სუბარი: ჩვენი პარტია მსგავს აქციებში მონაწილეობას არ მიიღებს, ეს არის გუნდის პოზიცია
როდესაც აქციაზეა საუბარი და იწყება შეჯიბრი, ვინ მოაწყობს აქციას, ვინ უნდა იყოს წამყვანი, რომელი აქცია უფრო ადრე იქნება და ვინ უფრო მეტ ხალხს შეკრებს, არ მგონია, ხელს უწყობდეს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი მსგავს აქციებში მონაწილეობას არ მიიღებს.
“არ მგონია, ეს სწორი შეჯიბრი იყოს, რასაც აკეთებს „სირცხვილია“, „ნაციონალური მოძრაობა“, სალომე ზურაბიშვილი და, რა თქმა უნდა, შესაბამისად, ჩვენი პარტია ამ შემთხვევაში მსგავს აქციებში მონაწილეობას არ მიიღებს.
საქართველოს მოსახლეობის პოზიცია არის მკაფიო და გარკვეული აქციებით ამას დამატებითი დადასტურება არ სჭირდება. როცა აქციას აწყობ, სჭირდება უფრო მეტი დრო, უფრო მეტი რესურსი, რომ შთაბეჭდილება იყოს გარე მაყურებლისთვის ისეთი, როგორიც არის რეალური განწყობა. ხვალინდელი აქცია იქნება თუ ზეგის, ამ შთაბეჭდილებას ვერ შექმნის. ამიტომ, არ მივიღებთ მონაწილეობას, ეს არის გუნდის პოზიცია“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.