გორში ანტონოვისა და სააკაძის ქუჩების რეაბილიტაცია იწყება
გორში, ანტონოვისა და სააკაძის ქუჩების რეაბილიტაცია მალე დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ორივე ქუჩის სარეაბილიტაციო პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით, გორის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა (ერთი შესყიდვა).
ტენდერის სავარაუდო ღირებულება 718 970 ლარია.
ანტონოვის ქუჩა, რომლის სიგრძეც 380 მეტრია, თამარ მეფისა და სტალინის გამზირებს აკავშირებს.
ქუჩაზე იგეგმება ტრანსპორტის სავალი ნაწილის, ტროტუარების, მიერთებების, ეზოებში შესასვლელებისა და სანიაღვრე სისტემის მოწყობა.
სააკაძის ქუჩის სიგრძე 509 მეტრია. აღნიშნულ ქუჩაზე მოეწყობა ტრანსპორტის სავალი ნაწილი, ტროტუარები და სანიაღვრე სისტემა.