ქართველი ელჩები ამბასადორიალის ფარგლებში საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს შეხვდნენ
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები ამბასადორიალის მიმდინარეობის ფარგლებში საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს შეხვდნენ. ამბასადორიალის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს: პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელმა გია ვოლსკიმ და საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის წევრებმა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული მიმართულებების განხორციელების პროცესში პარლამენტის როლს და ამ კუთხით პარლამენტისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობას.