სოზარ სუბარი საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელს სიმონე ვოლკენს შეხვდა

  დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელს სიმონე ვოლკენს შეხვდა. დევნილთა და განსახლების მინისტრ სოზარ სუბარსა და საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელ სიმონე ვოლკენს შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა. უწყების ინფორმაციით, სოზარ სუბარმა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელს თანამშრომლობისა და გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე მინისტრმა სიმონე ვოლკენს მინისტრის მოადგილე გვანცა შენგელია წარუდგინა, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით იმუშავებს. თავის მხრივ, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელმა მომავალში, დევნილთა და განსახლების სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები