16 ივნისს შევიკრიბოთ ყველა ევროპის მოედნიდან რიყეზე, ოღონდ ყველა. დავინახოთ ერთმანეთი და დავანახოთ ევროპას ჩვენი თავი, ჩვენი ერთობა, ჩვენი ნება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს იქნება საზოგადოება, მოსახლეობა ერთად დგომით, სადაც ყველა იქნება შეკრებილი.
„გთავაზობთ და რაღაც დეჟავუც მაქვს, 16 ივნისს შევიკრიბოთ ყველა ევროპის მოედნიდან რიყეზე, ოღონდ ყველა. დავინახოთ ერთმანეთი და დავანახოთ ევროპას ჩვენი თავი, ჩვენი ერთობა, ჩვენი ნება. ეს იქნება საზოგადოება, მოსახლეობა ერთად დგომით, სადაც ყველა იქნება, რიგითი მოქალაქე, მე თქვენ და ნებისმიერი ან პოლიტიკური პარტიის წევრები ან ხელისუფლების წარმომადგენლები, მაგრამ ყველა მოვა როგორც რიგითი მოქალაქე. იქ არც სიტყვები იქნება, არც განცხადებები არც პლაკატები, თუ ვინმეს სიმღერა უნდა შეუძლიათ იმღეროს. დანარჩენი იქნება მხოლოდ დგომა, რომ ჩვენ გვინდა ჩვენი შვილებისთვის, შემდეგი თაობისთვის ევროპა. ჩვენ კი არ გვინდა ევროპაში, არ გვინდა იქ წასვლა არ გვინდა მეტი ჩვენი ემიგრანტების იქით წასვლა. ჩვენ გვინდა აქ ის ღირებულებები და ის ნაწილი ევროპის რომელიც ჩვენთვის საჭირო და მისაღებია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.