ოლეგ ჟდანოვი – უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ოკუპირებული ხერსონის გასათავისუფლებლად დასავლური იარაღი სჭირდებათ

სამხედრო ექსპერტი ოლეგ ჟდანოვი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დროებით ოკუპირებული ხერსონის გასათავისუფლებლად დასავლური იარაღი სჭირდებათ.

მისი თქმით, უკრაინის თავდაცვის ძალები უკვე მეორე კვირაა წარმატებით მიიწევენ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხერსონში. შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ ქალაქთან მიახლოება, მაგრამ ამისთვის იარაღის მიღებაა საჭირო.

„ახლა ფრონტი მეტ-ნაკლებად სტაბილურია. ეს ნიშნავს, რომ საკმაოდ ძლიერი ჯგუფია. ის საკმაოდ კარგად არის მომზადებული თავდაცვისთვის. ხერსონი გათავისუფლდება მხოლოდ ჩვენი ჯარების კონტრშეტევასთან ერთად, როცა ჩვენ მზად ვიქნებით. ეს მოითხოვს დასავლური იარაღის მიღებას“, – განაცხადა ჟდანოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები