“ორმაგი სტანდარტი და განზრახ არასერიოზული, ნეგატიური დამოკიდებულება აისახება იმ ურთიერთობაში, რაც არსებობს ბრიუსელის ადმინისტრაციას, ბიუროკრატიასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის” – ვოლსკი

“ორმაგი სტანდარტი და, ხშირ შემთხვევაში, განზრახ არასერიოზული და ნეგატიური დამოკიდებულება აისახება იმ ურთიერთობაში, რაც არსებობს ბრიუსელის ადმინისტრაციას, ბიუროკრატიასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც ვოლსკიმ კიდევ ერთხელ აღნიშნა, ყველა რეიტინგი მიუთითებს, რომ საქართველო ასწრებს ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანას იმ პარამეტრებში, რასაც ევროპული სტანდარტი ჰქვია.

„ამ ორმაგ სტანდარტსა და უსამართლობას რომ ვერ ხედავდე, ამას მოხერხება სჭირდება. ეს ჩვენმა ოპონენტებმა მოახერხეს და შესაბამისი შეკითხვებიც დაუსვეს მაკა ბოჭორიშვილს, თითქოს ჩვენ შევწყვიტეთ ევროპისკენ სვლა, მაშინ როდესაც ყველა მაჩვენებელი და რეიტინგი მიუთითებს, რომ საქართველო სწორედაც რომ ასწრებს ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანას იმ პარამეტრებში, რასაც ევროპული სტანდარტი ჰქვია. ამ რეალობაში ასეთი შეკითხვები და აგრესიული პოზიციით ხელისუფლების მიმართ გალაშქრება მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა აშკარად აჩვენებდა იმას, რომ პოლიტიკური სპეკულაცია ჩვენი ოპონენტებისთვის უცხო არ არის“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები