უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია TISZA-ს ხელმძღვანელი, პეტერ მადიარი აცხადებს, რომ ქვეყნის სახელმწიფო მედიის საინფორმაციო გამოშვებები შესაძლოა დროებით შეჩერდეს, ვიდრე ახალი ამბების მიუკერძოებელი და დაბალანსებული გაშუქება არ იქნება უზრუნველყოფილი.
მისი თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ამჟამად ვერ ასრულებს დამოუკიდებელი მედიის ფუნქციას და საფუძვლიან რეფორმას საჭიროებს.
მადიარმა სახელმწიფო მედიას „ტყუილთა ქარხანა“ უწოდა და აღნიშნა, რომ სარედაქციო პოლიტიკის გასაუმჯობესებლად ცვლილებები აუცილებელია.