თემო მაჭარაშვილი: „ახალი ბაზრები გვაძლევს შესაძლებლობას დავაბალანსოთ შემცირებული მიმართულებები“
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, იანვარ-მარტში ქვეყანაში 1 მილიონი ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4%-იანი ზრდაა.
ტურისტული კომპანია „Travel Bee“-ის წარმომადგენელი თემო მაჭარაშვილი აღნიშნავს, რომ ირანში მიმდინარე ომისა და გაუქმებული ფრენების ფონზე, კერძო სექტორისთვის პირველი კვარტალი განსხვავებული ტენდენციებით ხასიათდება: სხვადასხვა ბაზარზე ზრდისა და კლების პარალელური პროცესებით.
“გარკვეული ბაზრების მიმართულებით გვაქვს ზრდა, გარკვეული ბაზრების მიმართულებით – კლება. პოზიტიური რეალობა არის ის, რომ კორეიდან არის ნამდვილი ზრდა, გვყავს რამოდენიმე ჯგუფი, ჯგუფები მოიცავენ საქართველოს და ასევე მეზობელ სომხეთს. ინდოეთთან დაკავშირებით ობიექტური კლება გვაქვს, თუმცაღა ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ინდოეთის, ისრაელისა და ზოგადად ახლო აღმოსავლეთის ბაზრებს, ნაწილობრივ მაინც ჩაანაცვლებს ისეთი ტიპის ბაზრები, როგორიცაა ჩინეთი, კორეა. ჩვენი კომპანიის შემთხვევაში, ჭრილში, გლობალური ფაქტორებით გამოწვეული მდგომარეობა საკმაოდ დაგვიბალანსა ჩინეთმა,” – აღნიშნა შალვა ხუციშვილმა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2026 წლის პირველ კვარტალში ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა; ზრდა დაფიქსირდა ისეთი სტრატეგიული ბაზრებიდან, როგორიცაა ჩინეთი (+48.6%), კორეის რესპუბლიკა (+67.2%) და აშშ (+19.3%). ვიზიტორთა რაოდენობა გაიზარდა სპარსეთის ყურის ქვეყნებიდანაც.