“ის, რომ უცხოური ფულის შემოსვლა ქართულ პოლიტიკაში არ არის კანონით დასაშვები და უცხო ფულის სხვა ქვეყანაში შემოტანა უნდა იყოს გამჭვირვალე, ანტიევროპულობაა?” – ქადაგიშვილი
“ის, რომ უცხოური ფულის შემოსვლა ქართულ პოლიტიკაში არ არის კანონით დასაშვები და უცხო ფულის სხვა ქვეყანაში შემოტანა უნდა იყოს გამჭვირვალე, ანტიევროპულობაა? მიდიან აბსურდამდე, ანუ ქვეყანას უკრძალავენ ბრალდებაზე საკუთარი პოზიციის გამოხატვას”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკას“ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა.
„მაგალითად, ის, რომ ჩვენ აქ თურმე მომაკვდინებელი „კამიტი“ გამოგვიყენებია და ერთი ადამიანი ვერ მოძებნეს, ვინც ექიმს მაინც მიმართავდა, რომ ვაპროტესტებთ – ეს არის თურმე ანტიევროპული რიტორიკა. მაგალითად, ის რომ ჩვენ მუდმივად გვაბრალებენ, რომ ხართ სანქციების ავლის ადგილი – ხან ირანისთვის, ხან რუსეთისთვის…ვისკენაც მოუნდებათ , იქით იშვერენ ხელს. და სტატისტიკა, რომ მოგყავს, რომ საქართველოდან დაახლოებით 4000-მდე ასეთი ტვირთი თუ ასეთი საბაჟო დოკუმენტაცია გაატრიალა და ყველა მონიტორინგი აჩვენებს, რომ საქართველო ლამის ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ყველაზე პირნათლად იცავს ამ სანქციებს, ამაზე რომ პასუხს გასცემ, ეს არის ანტიევროპულ რიტორიკა? ან ის, რომ გვეუბნებიან, რომ ჩვენ არ გთხოვთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გატარებას მაგრამ რეზოლუციებში გვიწერენ პირდაპირ, რომ სანქცია შემოიღეთ და ამით ფაქტობრივად, არა მარტო ეკონომიკა, მთელი რიგი პოლიტიკური თუ უსაფრთხოების პრობლემები უნდა შევიქმნათ და ამაზე, რომ პასუხს ვცემთ ამას ეძახიან, რომ ეს არის ანტიევროპული რიტორიკა? ის რომ არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის დასკვნა ფაქტობრივად გვერდზე გადადეს და საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე ლაპარაკობენ და ამაზე პასუხი უნდა გავცეთ, ეს ანტიევროპული რიტორიკაა? საბოლოო ჯამში ის, რომ უცხოური ფულის ქართულ პოლიტიკაში შემოსვლა არ არის არც ერთი კანონით დასაშვები და უცხო ფულის სხვა ქვეყანაში შემოტანა უნდა იყოს გამჭვირვალე, ეს ანტი ევროპულობა არის?
სწორედ ამაშია საქმე, რომ მიდიან აბსურდამდე. ანუ ადამიანებს, პოლიტიკას, ქვეყანას უკრძალავენ ბრალდებაზე საკუთარი პოზიციის გამოხატვას“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.