უნგრეთის პრეზიდენტმა მადიარს ახალი მთავრობის ფორმირება დაავალა
უნგრეთის პრეზიდენტმა ტომაშ შუიოკიმ პარტია “ტიზას” ლიდერს პეტერ მადიარს ახალი მთავრობის შექმნა დაავალა.
სახელმწიფოს მეთაური ასევე აპირებს, ახალი პარლამენტის პირველი სხდომის 6-7 მაისს დანიშვნას, რომელზეც მადიარი პრემიერ-მინისტრად აირჩევა.
“რესპუბლიკის პრეზიდენტმა მაცნობა, რომ როგორც არჩევნებში ყველაზე მეტი ხმების მიმღები პარტიის ლიდერი, ახალი პარლამენტის პირველ სხდომაზე ამირჩევენ პრემიერ-მინისტრად და მომცემენ მთავრობის ფორმირების მანდატს“, – განაცხადა მადიარმა.