თურქეთი ნატო-ში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების საკითხის ერთი წლით გადადებას გეგმავს

თურქეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, აკიფ ჩაღათაი კილიჩი აცხადებს, რომ ანკარა ნატო-ში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას ერთი წლით გადადებას გეგმავს, იმ იმედით, რომ ამ პერიოდში ორი ქვეყნისგან ქურთების წინააღმდეგ ბრძოლაში საკმარის გარანტიებს მიიღებს. 

“ეს საკითხი ეროვნულ ინტერესებთან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული. ჩვენ მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში, ერთი წლით შევაჩეროთ მათი გაწევრიანება. თურქეთს ნატო-ში სიდიდით მეორე არმია ჰყავს და უკრაინას დრონებს აწვდის, რომელიც მას თავდაცვაში ეხმარება. მეტ პატივისცემას ვიმსახურებთ”, – თქვა მან.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ თურქეთი ალიანსის ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებებს ასრულებს მაშინ, როდესაც შვედეთი და ფინეთი „ტერორისტულ ორგანიზაციებს იფარებენ, რომლებიც კლავენ ჩვენს ხალხს, პატივს არ სცემენ ჩვენს საზღვრებს და საფრთხეს უქმნიან ჩვენი ქვეყნის არსებობას“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები