ოკუპირებულ ნოვა კახოვკაში რუსული ჯარების საბრძოლო მასალის საწყობი იწვის
ოკუპირებული ხერსონის ოლქის ნოვა კახოვკას დასახლებაში, რუსული ჯარების საბრძოლო მასალის საწვავში ხანძარია.
ამის შესახებ ტელეგრამის რეგიონული არხები იტყობინება.
თვითმხილველებმა კვამლი დააფიქსირეს, ზოგიერთ ვიდეოში საბრძოლო მასალების აფეთქებების ხმები ისმის.
ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ საწყობში ხანძარი უკრაინის სამხედრო ძალების დარტყმის შედეგი იყოს, თუმცა, ეს მოსაზრება ოფიციალურად ჯერ დადასტურებულა.