არის თუ არა შესაძლებელი მომავალში რუსეთთან ხანგრძლივი მშვიდობა – ზელენსკის პასუხი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთთან მომავალში ხანგრძლივი მშვიდობა დამოკიდებული იქნება რუსულ მხარეზე.

ამის შესახებ მან დანიის მედიის წარმომადგენლებისთვის ონლაინ პრესკონფერენციაზე თქვა.

“ეს რუსულ მხარეზეა დამოკიდებული: ხედავენ თუ არა ისინი მომავალში ცივილიზებულ განვითარებას, თუ სურთ, იყვნენ ცალკე პატარა სახელმწიფო თავისუფალ სამყაროსთან ღია კავშირის გარეშე. ეს მათი გადასაწყვეტია,” – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით უკრაინა მზად უნდა იყოს ნებისმიერი მომენტისთვის, ნებისმიერი შეჭრისთვის.

“ამიტომ, ჩვენ ავაშენებთ ჩვენს სახელმწიფოს და ჩვენს უსაფრთხოებას ასეთ პრინციპებზე დაყრდნობით. ყოველთვის ვიყოთ მზად რუსეთის შემოჭრის რისკისთვის”, – აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები