სოზარ სუბარი: კარგად იცის ხალხმა, რომ როდესაც ეს ადამიანები ატარებენ ნებისმიერი კეთილშობილური იდეით რაიმე აქციას, საბოლოოდ ყველაფერი არეულობის მცდელობამდე მიდის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, სოზარ სუბარი 20 ივნისს დაანონსებულ აქციას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ყველა მსგავსი აქცია საბოლოოდ არეულობის მცდელობამდე მიდის.

“გაუგებარია, როცა ასეთი აქცია ეწყობა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინ, თუმცა, კარგად გამოჩნდა ის აზრთა სხვადასხვაობა და განხეთქილება, რომელიც არის ოპოზიციურ სპექტრში. ისინი, პრაქტიკულად, უკანასკნელი სიტყვებით აგინებენ და ლანძღავენ ერთმანეთს, ეცილებიან ერთმანეთს აქციის ორგანიზატორობას. ერთი რამე, რაც ძალიან კარგად გამოჩნდა ამ ყველაფერში, არის პოლიტიკური კეთროვანი მიხეილ სააკაშვილი, სადაც მისი სახელი გამოჩნდება, იქ საპროტესტო აქციებზე ლაპარაკი ზედმეტია. ძალიან კარგად იცის ხალხმა, რომ როდესაც ეს ადამიანები ატარებენ ნებისმიერი კეთილშობილური იდეით რაიმე აქციას, საბოლოოდ ყველაფერი მიდის არეულობის მცდელობამდე, ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნამდე და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებამდე. ეს ძალიან კარგად იცის ხალხმა და ამიტომაც არ მიდიან ისინი ასეთ აქციებზე”, – აცხადებს სოზარ სუბარი.

ცნობისთვის, თბილისში, 20 ივნისს, აქცია სახელწოდებით „შინ ევროპისკენ“ გაიმართება. აქცია სოციალურ ქსელში დაიგეგმა, რომლის ორგანიზატორები არიან: სამოქალაქო მოძრაობა „ტალღა“, „სირცხვილია“ და „რუსეთი ოკუპანტია“.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები