“ევროპის უნივერსიტეტის” ფუტსალის გუნდი არსებობის ისტორიაში პირველად უმაღლეს ლიგაში გადასვლის შანსს ინარჩუნებს

“ევროპის უნივერსიტეტის” ფუტსალის გუნდმა “ფუტსალის ლიგა 2”-ის 2021-2022 წლების სეზონში წარმატებით იასპარეზა. ფეხბურთელებმა გულშემატკივარს არაერთი შთამბეჭდავი მატჩი აჩუქეს. მათ არაერთი სანახაობრივი თამაში ჩაატარეს და მძიმე დაპირისპირებებში მოწინააღმდეგეები ბევრჯერ დაამარცხეს, – ამის შესახებ ინფორმაციას “ევროპის უნივერსიტეტი” ავრცელებს.

მათივე ცნობით, კლუბის წარმატებაში უდიდესი როლი ითამაშა, ეუ ფუტსალის გუნდის მეკარე ბაკურ სანიკიძემ და თავდამსხმელმა, “ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტმა გიორგი ქურხულმა. ბაკურ სანიკიძემ და გიორგი ქურხულმა უდიდესი კონკურენციის ფონზე საუკეთესოთა შორის მოხვედრა შეძლეს და “ფუტსალის ლიგა 2”-ის საუკეთესო მეკარედ და თავდამსხმელად დასახელდნენ.

“ევროპის უნივერსიტეტი” ტურნირის ვიცე-ჩემპიონია და ინარჩუნებს შანსს, არსებობის ისტორიაში პირველად უმაღლეს ლიგაში აღზევდეს. გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის “მართვეს” დაუპირისპირდება. პირველი შეხვედრა 18 ივნისს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები