„ათონელზე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები გეგმა-გრაფიკით ხორციელდება“
ათონელის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობას ინფრასტრუქტურის სამინისტო ახორციელებს. უწყებაში არ აკონკრეტებენ, თუ როდის დასრულდება და რა თანხა ჯდება მშენებლობა. მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი ამაშუკელის განცხადებით, სამუშაოები დადგენილი გეგმა-გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს.
“საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სამთავრობო რეზიდენციებთან დაკავშირებული საკითხები მიეკუთვნება სახელმწიფო საიდუმლოებას. ათონელის ქუჩაზე მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დადგენილი გეგმა-გრაფიკით ხორციელდება. გადაწყვეტილებას, თუ რა სტატუსი მიენიჭება აღნიშნულ შენობას, საქართველოს მთავრობა მიიღებს“,- განაცხადა ამაშუკელმა.