“უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსს, სავარაუდოდ, მიანიჭებენ, საქართველოსთან დაკავშირებით კითხვები რჩება” – “რადიო თავისუფლება”

ევროკომისია, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, სავარაუდოდ, რეკომენდაციას გაუწევს გარკვეული პირობებით, მაგრამ საქართველოსთან დაკავშირებით კითხვები რჩება.

ამის შესახებ “რადიო თავისუფლების” ევროპული ბიუროს რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმა დაწერა.

„დღეს ევროკომისიამ უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს წევრობის განაცხადზე საორიენტაციო დებატები გამართა. როგორც ჩანს, იქნება კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვისთვის პირობებით, მაგრამ საქართველოსთან დაკავშირებით ჯერ კიდევ კითხვები რჩება. გადაწყვეტილება პარასკევს იქნება მიღებული და წევრი ქვეყნები საბოლოო განაჩენს მომავალ კვირას გამოიტანენ“, – დაწერა მან “ტვიტერზე”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები