მოსკოვში ე.წ.სამხრეთ ოსეთის რუსეთთან მიერთების საკითხზე კონსულტაციები გაიმართება

მოსკოვში ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების შესახებ ე.წ. რეფერენდუმის საკითხზე კონსულტაციები 14 ივნისს გაიმართება.

ამის შესახებ ალან გაგლოევის პრესსამსახური იტყობინება.

აღინიშნება, რომ, გაგლოევის ხელმძღვანელობით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელეგაცია რუსეთის დედაქალაქში უკვე გაემგზავრა.

30 მაისს ალან გაგლოევმა ანატოლი ბიბილოვის განკარგულება შეაჩერა, რომელიც რუსეთთან შეერთების შესახებ ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებას გულისხმობდა.

გაგლოევს ეს ნაბიჯი მოსკოვში მოუწონეს და აღნიშნეს, რომ მზად არიან შემდგომი კოსულტაციებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები