ირაკლი წერეთელი ზაზა გაბედავას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვს

   “ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობის” წევრი ირაკლი წერეთელი „ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის“ ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერი ზაზა გაბედავას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვს. როგორც წერეთელი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, ზაზა გაბედავა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა უკანონოდ გაასამართლა. მისივე თქმით, გაბედავას დღესაც დევნიან, და თუ ასე გაგრძელდება, ხელისუფლებას ბრალს ღალატში დასდებს.
„კატეგორიულად მოვითხოვ, შეწყდეს სისხლის სამართლებრივი დევნა 1987-1991 წლების დიდი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური მებრძოლის ზაზა გაბედავას წინააღმდეგ. ზაზა გაბედავა უნამუსოდ გაასამართლა მიხეილ სააკაშვილის დამპალმა რეჟიმმა იმის გამო, რომ 1992 წელს ზაზა გაბედავა ვაჟკაცურად დაესხა თავს ანტიეროვნული ხელისუფლების ზუგდიდის უშიშროებას, რომელსაც არანაირი მსხვერპლი არ მოყოლია. ზაზა გაბედავა ერთგულად იცავდა ბოლომდე ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებას. მიხეილ სააკაშვილი კაცი რომ ყოფილიყო, ზაზა გაბედავა კი არ უნდა გაესამართლებინა, უნდა პირიქით – დაეჯილდოებინა. მაგრამ სააკაშვილი აღმოჩნდა ჩვეულებრივი გამყიდველი და გააღრმავა მაგ ანტიქართველმა ეროვნული ძალების დევნა. დღევანდელი ხელისუფლებაც დევნის ზაზა გაბედავას, და თუ ასე გააგრძელებენ, ამ ხელისუფლებასაც ბრალს დავდებთ ერის ღალატში, სხვა არანაკლებად მნიშვნელოვან მიზეზებთან ერთად.
ჩვენ პერმანენტულად მოვითხოვთ ანტიქართული სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმებას, რომელიც სააკაშვილის დროინდელმა მონასასამართლომ დაუსწრებლად გამოიტანა ეროვნული მოძრაობის დაუცხრომელი მორკინალის ზაზა გაბედავას წინააღმდეგ. სოლიდარობა ზაზა გაბედავას! უსამართლო დევნა ზაზა გაბედავას წინააღმდეგ აუცილებლად უნდა შეწყდეს! ეს არის ჩემი დღევანდელი პოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთი გამოკვეთილად კონკრეტული და პრინციპული მოთხოვნა!“, – წერს წერეთლი.
შეგახსენებთ, რომ 1992 წელს, სახელმწიფო გადატრიალების დროს „ეროვნულ-განმანთავიუსუფლებელი მოძრაობის“ წევრს ზაზა გაბედავას 13 წელი დაუსწრებლად მიუსაჯეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები