ვალერი გელბახიანი საკუთარი უფლებების დაცვას საკონსტიტუციო სასამართლოსგან ითხოვს

  პარტია „ჩვენი საქართველოს“ ლიდერმა და ბადრი პატაკაციშვილის საარჩევნო შტაბის ყოფილმა უფროსმა ვალერი გებახიანმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. გელბახიანს მიაჩნია, რომ მის მიმართ დაირღვა კონსტუტუციის რამდენიმე მუხლი და ის პასუხს საკონსტიტუციო სასამართლოსგან ელის. საქმე ეხება პროკურატურის ბრალდებას ბადრი პატარკაციშვილის წინააღმდეგ, რომელიც 2007 წელს წარუდგინეს. კერძოდ, პროკურატურამ მაშინ ბადრი პატარკაციშვილს სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებაში, ხელისუფლების დამხობასა და ტერორიზმში დასდო ბრალი.
საქმის მასალებში ვალერი გელბახიანიც ფიგურირებს. კერძოდ, როდესაც ბადრი პატარკაციშვილი გელბახიანს ტელეფონით დაუკავშირდა და მას რამდენიმე საორგანიზაციო საკითხის მოგვარება დაავალა. მას შემდეგ, რაც 2012 წელს შეიცვალა ხელისუფლება, ბადრი პატარკაციშვილის შტაბის წევრებმა პროკურატურას განცხადებით მიმართეს და ხანდაზმულობის გამო საქმის შეწყვიტა მოითხოვეს. პროკურატურამ საქმე სასამართლოს გადაუგზავნა. თუმცა, სასამართლოში ამ საქმის განხილვა ამ დრომდე არ დაწყებულა. ვალერი გელბახიანი, იმის გამო საქმის განხილვა ჭიანურდება და მათი მოთხოვნა ამ დრომდე არ სრულდება, საკუთარი უფლებების დაცვას საკონსტიტუციო სასამართლოში ცდილობს. ვალერი გელბახიანი საკონსტიტუციო სასამართლოს 2 მოთხოვნით მიმართავს.
„მე ვსვამ საკითხს სასამართლოში ასე: სასამართლომ ან უნდა გააუქმოს 20011 წლის საპროცესო კოდექსის ეს ნორმა და მოქმედება არ მისცეს ძველი კოდექსის ნორმას, ან მისცეს ავთენტური განმარტება, რათა დაიცვას ჩემი კონსტიტუციური უფლება. ერადერთი, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა თქვას, განმარტოს სწორად კანონი. ასეთ შემთხვევში საქმეზე ყველანაირი წარმოება წყდება და ყველანაირად მეხსნება ხელ-ფეხი მეც და კიდევ იმ ადამიანებსაც, ვინც ამ საქმეში ბრალდებულები არიან, სხვათა შორის, საგამოძიებო ორგანოებსაც, რომლებიც შებოჭილები არიან ამით. რადგან, ერთი მხრივ, იძახიან, რომ ეს ყველაფერი ფალსიფიკაციაა… მეორე მხრივ, მე მდებენ ბრალს. თუ ფალსიფიკაცია იყო, მაშინ მე საიდან ვარ დამნაშავე“, – აცხადებს ვალერი გელბახიანი.
ვალერი გელბახიანის საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელს საპარლამენტო უმრავლესობაც ეხმაურება.
„თუ რაიმე სახით შეიძლება ითქვას, რომ რაიმით მოტივირებული იყო სისხლის სამართლის დევნის დაწყება, რასაკვირველია, ეს იყო პატარკაციშვილის და იმ წევრების მიმართ, რომლებიც უშუალოდ იყვნენ დაკავშირებულნი პატარკაციშვილთან, იმიტომ რომ მაშინ სააკაშვილის პოლიტიკურ გუნდს ჰქონდა განსაზღვრული, მის მიერ დაუშვებელი მეთოდით გაენადგურებინა თავისი პოლიტიკური ოპონენენტები. ეს საქმეები არის გადასახედი. მე ვფიქრობ, რომ პროკურატურა, და თუ უკვე სასამართლოც არის ჩართული ამ ყველაფერში, სამართლიან და კანონიერ გადაწყვეტილებას მიიღებს“, – აცხადებს ეკა ბესელია.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს დავით საგანელიძეს მიაჩნია, რომ ბადრი პატარკაციშვილის საქმეს არანაირი შესასწავლი არ აქვს და ის უნდა შეწყდეს. „შესასწავლი არაფერი არ არის. არავინ ქვეყანაში გადატრიალებას არ აწყობდა, ეს იყო მშვიდობიანი გზა, ჩვენ ბადრისთან ერთად ვიბრძოდით, რომ მაშინდელი ხელისუფლება მოგვეცილება ქვეყნისთვის“, – დასძენს დავით საგანელიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები