„არსებობს რამდენიმე ადამიანი, ვინც იცის, სად იმალება სააკაშვილის მილიონები“

  ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, არსებობს რამდენიმე ადამიანი, ვინც იცის, სად იმალება სააკაშვილის მილიონები. ადვოკატის თქმით, ესენი არიან: დავით კეზერაშვილი, ზურაბ ადეიშვილი და გელა ბეჟუაშვილი. ადვოკატი პროკურატურას აღნიშნული საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს. უფლებადამცველი თვლის, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის ამ ფაქტორთან ერთად კიდევ ერთი ფაქტორია საშიშროების შემცველი.
“ეს არის წერილი გაეროდან. გაეროში შესულია წერილი ჰააგის სასამართლოდან – მოგეხსენებათ, ჩვენ, 2010 წელს სააკაშვილის წინააღმდეგ შევიტანეთ სარჩელი და ის ბრალდებები, რაც დღეს სააკაშვილის მიმართაა წაყენებული, ჰააგის იმ სარჩელიდანაა ამოღებული. ეს დოკუმენტები გაეროსაც ჰქონდა გადაგზავნილი – ამიტომაც, სააკაშვილისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანია, არ წაეყენოს მას ორი მუხლი, ეს არის რომის ტატუტის მე-7 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებული ბრალი, რაც გულისხმობს დანაშაულს კაცობრიობის წინაშე და სამხედრო დანაშაულს. სწორედ ამ ორ მუხლზე გააკეთა მინიშნება გაერომ მის მიერ მოწოდებულ რეკომენდაციაში – პირველი ეს არის, რაც აშინებს სააკაშვილს – აქ უკვე არანაირი იმუნიტეტი არ მოქმედებს, არ მოქმედებს პოლიტიკური თავშესაფარი და სააკაშვილი არა მარტო საქართველოს სასამართლოს, არამედ, საერთაშორისო სასამართლოს სუბიექტი ხდება“,-განაცხადა ხაჭაპურიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები