წითელი ჯვრის საზოგადოების სამტრედიის ფილიალის მიერ მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების  პედაგოგებთან საინფორმაციო სესია-ტრენინგი ჩატარდა

დღეს წითელი ჯვრის საზოგადოების სამტრედიის ფილიალის მიერ მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების  პედაგოგებთან საინფორმაციო სესია-ტრენინგი ჩატარდა.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ტრენინგი მოიცავადა თემას თეორიული და პრაქტიკული ნაწილი, პირველადი დახმარებისა და კატასტროფების მართვის შესახებ, ხოლო სესიაზე განხილული იქნა  თემა „გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე“.

მათივე ინფორმაციით, სესია-ტრენინგს უძღვებოდნენ წითელი ჯვრის სამტრედიის ფილიალის კატასტროფების მართვის სპეციალისტი ირმა შველიძე და პირველადი დახმარების სპეციალისტი ნონა ტუღუში. დღევანდელ აქტივობაში მოხალისის სტატუსით ჩართული იყო ასევე ნინი გეგეშიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები