პატარძეულში „გოგლაობის” სახალხო დღესასწაული გაიმართება
11 ივნისს, 12 : 00 საათზე, სოფელ პატარძეულში გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმი „გოგლაობის” სახალხო დღესასწაულს უმასპინძლებს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, 10:00 საათზე ჩატარდება ინტელექტუალური თამაში, რომლის თემაა: „გიორგი ლეონიძის ბიოგრაფია და შემოქმედება“.
მასში მონაწილეობენ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების 6 მოსწავლისგან დაკომპლექტებული გუნდები.
გამოვლინდება სამი გამარჯვებული გუნდი.
ინტელექტუალური თამაში ტარდება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ინიციატივით.
დაჯილდოვდებიან ლიტერატურულ კონკურსს ,,ნატვრის ხის” ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის ,,გააცოცხლე ნატვრის ხის პერსონაჟები” – გამარჯვებული მოსწავლეები.
,,გოგლაობის” ორგანიზატორია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია და ა (ა) იპ კულტურის ობიექტების გაერთიანება.