„კვირას“ მხარდაჭერით, პოლონეთში 8 აგვისტოს თემაზე გამოფენა გაიმართება

  „კვირას“ მხარდაჭერით პოლონეთში 8 აგვისტოს თემაზე გამოფენა გაიმართება. ფოტოების ექსპოზიცია ვარშავის „აჯანყების მუზეუმში“ 9-დან 13 აგვისტომდე მოეწყობა. ღონისძიება პოლონეთში ქართული სათვისტომოს ინიციატივით, საქართველოს საელჩოს მხარდაჭერითა და ხელშეწყობით, თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, პარლამენტარ ანი მიროტაძისა და ახალი ამბების პორტალ „კვირას“ მხარდაჭერით იმართება. ფოტოგამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ფოტოგრაფ გიორგი აბდალაძის მიერ 8 აგვისტოს თემაზე გადაღებული 32 ფოტო. პოლონეთში ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელის, კატო ლოლაძის მიერ ამ დღესთან დაკავშირებით არაერთი აქტივობა განხორციელდა. ფოტოგამოფენის იდეის განხორციელებისთვის იგი საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ დაუკავშირდა.
გამოფენასთან დაკავშირებით „კვირას“ გამოფენის ორგანიზატორები ესაუბრნენ.10592048_879490405412587_1824042202_n
ანა ჩანგიანი, პორტალ „კვირას“ კომერციული დირექტორი:
„როდესაც ქალბატონი კატო დამიკავშირდა და აღნიშნულ აქტივობაში მონაწილეობის სურვილი გაგვიზიარა, დიდი სიხარულით დავთანხმდით. იმდენად, რამდენადაც, აგვისტოს ომის თემატიკა დღემდე ყველაზე მძიმე და წარუშლელი მოვლენაა ყველა ქართველისთვის, და არა მარტო მათთვის. ძალიან მნიშვნელოვანი ფოტოებია. ამ ნამუშევრებმა მთელი მსოფლიო მოიარეს, ამჯერად კი ისინი ვარშავაში განთავსდება და მას არა მარტო იქ მცხოვრები ქართველები, არამედ ყველა დაინტერესებული პირი იხილავს“, -განაცხადა ანა ჩანგიანმა.
ანი მიროტაძე, პარლამენტის წევრი:10551823_879490878745873_1183718032_n
„ფოტოგამოფენაში მონაწილეობა ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელმა შემომთავაზა. მოხარული ვარ, რომ ამ ღონისძიებაში ვარ ჩართული, რადგან პოლონეთი ჩვენი მოძმე ქვეყანა, მისი პრეზიდენტი კი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარია. როგორც ყველა ქართველისთვის, ისე ჩემთვის, ეს არის დაუვიწყარი, სასტიკი დღეები და მიხარია, რომ ამ ღონისძიებას დავესწრები“.
კატო ლოლაძე, ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელი:
10592007_879511698743791_922210736_n„ეს არის ქართული სათვისტომოს ინიციატივა. ჩვენ ყოველ წელს ვაწყობთ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს, უმეტესად – აქციის სახით. მოვაწყეთ მარში ძველი ვარშავიდან რუსეთის საელჩომდე. წელს გადავწყვიტეთ ფოტოგამოფენის გაკეთება, რისთვისაც დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. ეს გამოფენა საშუალებას მოგვცემს, უფრო მასშტაბურად გავუზიაროთ ინფორმაცია საერთაშორისო საზოგადოებას. ამ მუზეუმში უამრავი ტურისტი დადის და ეს იქნება შესაძლებლობა, მათ ჩვენი ქვეყნის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია გავაგებინოთ“.

10581019_879473952080899_742820103_n

10581275_879473968747564_1865854436_n

10596030_879473938747567_1088842594_n

10588607_879473965414231_755757712_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები