საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონია ანგარიშით 3:0 დაამარცხა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის მესამე მატჩში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

მეტოქის კარში გატანილი გოლის ავტორები ბუდუ ზივზივაძე, ხვიჩა კვარაცხელია და ოთარ კიტეიშვილი არიან. საქართველოს ნაკრებმა სამივე გოლის გატანა მატჩის მეორე ნახევარში შეძლო.

საფეხბურთო გუნდმა ზედიზედ უკვე მესამე მოგება დააფიქსირა. ეროვნული ნაკრების მორიგი თამაში 12 ივნისს ბულგარეთის წინააღმდეგ გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები