მერაბ მეტრეველი: ივანიშვილი „ნაციონალების“ დროსაც ისევე მართავდა კულისებიდან, როგორც ახლა?

   ჟურნალისტ მერაბ მეტრეველს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებებიდან გამომდინარე, გაუჩნდა კითხვა – ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილის „ნაციონალური მოძრაობის“ დროსაც ისევე მართავდა საქართველოს კულისებიდან, როგორც ახლა? „ნახევრად ხუმრობით მინდა ვიკითხო: თუ, როგორც მიშა ამბობს, ივანიშვილი დღეში 50-ჯერ ურეკავდა ვანოს, რაღაც „რჩევებს აძლევდა და უკიდურესად მკაცრ მოქმედებებს მოითხოვდა“; როგორც ადრე ითქვა, ვანო ხშირად ადიოდა ბიძინასთან; 2008 წლამდე აფიანსებდა კიდეც ბევრ პროექტს, ხოლო „ვარდების რევოლუციის“ პირველ წლებში (ჩვენ რომ სოროსი გვეგონა), თურმე ის უხდიდა ხელფასებს მინისტრებს, რა გამოდის: „ნაციონალების“ დროსაც, ისევე მართავდა კულისებიდან, როგორც ახლა?“, – წერს ჟურნალისტი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები