მამუკა მდინარაძე: რა ვქნათ, გვარამიასა და სააკაშვილის სტანდარტებს დავუბრუნდეთ მედიასთან დაკავშირებით?!

“რამდენად აბსურდში ვართ შესული, როდესაც სააკაშვილისა და გვარამიასთვის სანქციების მოხსნას და ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას ითხოვენ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ამ აბსურდზე უნდა აეგოს ქართული დღის წესრიგი და ევროპის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ? ვინმეს მაინც შეუძლია, თქვას, რომ ეს ოდნავ მაინც სამართლიანია? დღევანდელი მედიაგარემო ყოფილა არმაგედონი და უბედურება და გვარამია-სააკაშვილის სტანდარტები ამ მიმართულებით ყოფილა ბედნიერება ამ ქვეყნისთვის. აქ მივდივართ? რა ვქნათ, გვარამიასა და სააკაშვილის სტანდარტებს დავუბრუნდეთ მედიასთან დაკავშირებით?“, – განაცხადა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები