გრეგორევას ჯგუფი მედიის თავისუფლების შესახებ რეზოლუციის ფარგლებში, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ხმას არ მისცემს
ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი. ჩვენ შეგვიძლია, ვნახოთ კრემლთან მისი კავშირების მტკიცებულებები და მისთვის შესაძლო სანქციების დაწესება მომავალში შესაძლებელი იქნება, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ განაცხადა.
ამასთან, მისი თქმით, მედიის თავისუფლების შესახებ რეზოლუციაში, რომლის შესახებაც ევროპარლამენტი დებატები გაიმართა, სანქციებზე საუბრის ადგილი არ არის.
„თუმცა, მედიის თავისუფლების შესახებ ამ ძალიან მნიშვნელოვან და ზუსტ რეზოლუციაში ამის ადგილი არ არის. ამიტომ, ჩვენს ჯგუფს ხმის წინააღმდეგ მიცემა მოუწევს, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ბიძინა ივანიშვილი არის პრობლემა საქართველოში არსებული ბევრი პრობლემის უკან. მინდა, ჩვენმა ქართველმა მეგობრებმა ეს მოისმინონ”, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.