საქართველოს ელჩი აშშ-ში: ამერიკაში სააკაშვილის თემა, ვერ ვიტყვი, რომ საყოველთაო ინტერესის საგანია
აშშ-ის გარკვეულ წრეებში მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით კითხვები და ინტერესი არსებობს, რაც, ბუნებრივია, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა არჩილ გეგეშიძემ განაცხადა. მისივე თქმით, სააკაშვილის თემა ინტერესს იწვევს ამერიკაში, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ საყოველთაო ინტერესის საგანია.
“ეს თემა ინტერესს იწვევს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ვერ ვიტყვი, რომ საყოველთაო ინტერესის საგანია, მაგრამ არიან ცალკეული წრეები, ცალკეული ჯგუფები, იქნებიან ეს სენატორები, ადმინისტრაციული სტრუქტურების წარმომადგენლები, თუ მედი საშუალებები. კითხვები და ინეტერესი, ბუნებრივია. საქართველო ახალგაზრდა დემოკრატია გახლავთ, ქვეყანაში საინტერესო პროცესები ვითარდება, განსაკუთრებით – ბოლო ხანებში. შეიცვალა ხელისუფლება, ჩატარდა რამდენიმე წარმატებული არჩევნები. ყველა გვგულშემატკივრობს, რომ გზა, რომელსაც საქართველო ადგას, ქვეყანამ წარმატებით გაიაროს. ამგვარი განცხადებებით, ამგვარი შეკითხვებით ისინი მხარს უჭერენ საქართველოს და გვირჩევენ, რომ არ დავუშვათ რაიმე ნორმიდან, სტანდარტიდან გადახვევა. ეს არის კითხვები, რომლებსაც სჭირდებათ სათანადო ახსნა-განმარტება, მათ შორის სათანადო დიპლომატიური მუშაობა და ეს პროცესი მიმდინარეობს”, – განუცხადა ჟურნალისტებს არჩილ გეგეშიძემ.