“ნატო-ს შეიარაღება კიშინიოვის უსაფრთხოებას დაიცავს” – მოსკოვი კიშინიოვს ემუქრება
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ნატო-ს შეიარაღებით მოლდოვის მომარაგება კიშინიოვის უსაფრთხოებას ვერ გააძლიერებს.
ამის შესახებ მან ბრიფინგზე თქვა.
„უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყების დღიდან ჩვენ ვხედავთ, რომ მოლდოვას აქტიურად უბიძგებენ ნატო-სთან უფრო აქტიური, აგრესიული და აქტიური თანამშრომლობისკენ… რა თქმა უნდა, საკუთარი უსაფრთხოების განმტკიცება არის ნებისმიერი სახელმწიფოს სუვერენული უფლება და შიდა საქმე, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნატო-ს იარაღით მომარაგება ამ ამოცანებს უპასუხებს, ისევე – როგორც ქვეყნის ნეიტრალიტეტის დაცვა“, – განაცხადა ზახაროვამ.