გიორგი ვოლსკი საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს საქართველოში, ალექსანდრე ვინიკოვს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, საუბარი საქართველოს პარლამენტსა და ნატო-ს წარმომადგენლობას შორის თანამშრომლობას, ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას შეეხო.

„შეხვედრაზე განვიხილეთ ნატო-ს წარმომადგენლობასა და საქართველოს პარლამენტს შორის თანამშრომლობის გარკვეული ასპექტები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, ამასთან დაკავშირებით ჩვენი ხედვები და პერსპექტივები რუსეთის აგრესიის ფონზე, რომელიც არა მარტო უკრაინაში, არამედ – საქართველოშიც საკმაოდ სერიოზულად იჩენს თავს და დესტაბილიზაციის ფაქტორს წარმოადგენს. შევაფასეთ საფრთხეები და შევთანხმდით მომავალი თანამშრომლობის ფორმატზე”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ შეხვედრის შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები