დოდონის მტკიცებით, რუმინეთთან მოლდოვის შეერთება მზადდება

სახელმწიფოს ღალატში ბრალდებული, მოლდოვის ექსპრეზიდენტი, იგორ დოდონი აცხადებს, რომ მზადდება რესპუბლიკის რუმინეთთან სამხედრო და პოლიტიკური შეერთება, ასევე, მისი თქმით, “სისხლიან რეგიონულ ომში” ჩათრევის საფრთხე არსებობს.

ამის შესახებ მან ტელეგრამის არხზე დაწერა.

„რუმინეთის ტერიტორიასთან ჩვენი ქვეყნის სამხედრო და პოლიტიკური შეერთება მზადდება ნეიტრალიტეტზე უარის თქმით. ტექნიკური გაერთიანების მოსამზადებლად საჭირო იყო, რომ მოლდოვის რესპუბლიკას ეჩვენებინა ტერიტორიული, ეკონომიკური და ენერგეტიკული უსაფრთხოების დამოუკიდებლად უზრუნველყოფის უუნარობა. საჭირო იყო მოქალაქეების დემორალიზება, რომ მათ საკუთარი ქვეყნის რწმენა დაეკარგათ“, – წერს დოდონი.

მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ საფრთხის შემცველი ვითარებაა ენერგეტიკის, სასურსათო უსაფრთხოების, სოციალურ სფეროში. მისი თქმით, კრიზისს ამწვავებს მოლდოვას მიერთება ანტირუსულ სანქციებთან, დასავლეთის ქვეყნების მიერ მოლდოვას თავდაცვისუნარიანობის გაზრდის აუცილებლობასთან დაკავშირებული კონსულტაციები.

“არსებობს რეგიონულ სისხლიან ომში ჩათრევის და სახელმწიფოებრიობის დაკარგვის რეალური საფრთხე”, – მიიჩნევს ექსპრეზიდენტი.

მისი აზრით, „აშკარაა, რომ მაია სანდუ და მისი გარე ბატონები უკრაინულ სცენარს მიჰყვებიან, პროვოცირებენ სიტუაციის მიზანმიმართულ დესტაბილიზაციას“, ხოლო დასავლეთს „სურს, გეოპოლიტიკურ ბრძოლაში გამოიყენოს მოლდოველები საზარბაზნე ხორცად, რომელიც ამჟამად რეგიონში მიმდინარეობს“.

„რეალურად, შეიარაღების მთელი ეს პროცესი და ანტირუსული ისტერია მიზანმიმართულად არის ორგანიზებული, რომ მოლდოვის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ნატო-ს ჯარების ყოფნა იყოს გამართლებული”,- წერს დოდონი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები