„პირველი მერცხალი” – ეროვნული არქივის კინოთეატრში ფილმის აღდგენილ ვერსიას უჩვენებენ
11 ივნისს, 19:00 საათზე, ეროვნული არქივის კინოთეატრში ნანა მჭედლიძის ფილმის – „პირველი მერცხალის” აღდგენილ ვერსიას უჩვენებენ
ორგანიზატორების ინფორმაციით, ფილმი გადაღებულია 1975 წელს.
მოკლე აღწერა: ფოთში ქალაქის კოლორიტი იასონი თანამოაზრეებთან ერთად პირველ საფეხბურთო გუნდ „მერცხალს“ შექმნის. თანამოქალაქეთა მხრიდან დაცინვა, ოჯახის წევრების უკმაყოფილება და უსახსრობა მათთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენს. გუნდის წევრები აგრძელებენ ვარჯიშს და ფეხბურთის პოპულარიზაციას ცდილობენ. რამდენიმე ტრიუმფალური გამარჯვების შემდეგ „მერცხალი“ ინგლისელ მეზღვაურებთან გამართულ საფეხბურთო მატჩში მარცხდება.
მთავარ როლებში: დოდო აბაშიძე (იასონი); ვახტანგ ნადარაია (ხვიჩა); იპოლიტე ხვიჩია (ვარლამი); ანზორ ხერხაძე (ვახტანგი); გურამ ლორთქიფანიძე (ბეჟანი).
კინომემკვიდრეობაზე ზრუნვა ეროვნული კინოცენტრის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ქართული ფილმების დაბრუნების პროცესი 2016 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით. ამ ეტაპზე რუსეთის ფილმსაცავ „გოსფილმოფონდიდან“ ჩამოტანილია 51 ფილმი, აქედან აღდგენილია 38.
60-იანი წლების ქართული კინოს რეტროსპექტივის მონაწილე ფილმები აღდგენილია საქართველოს ეროვნულ არქივთან თანამშრომლობით, გიორგი კაკაბაძის ხელმძღვანელობით.
ცნობისათვის: 27 მაისიდან 19 ივნისის ჩათვლით, ეროვნული კინოცენტრი ეროვნულ არქივთან თანამშრომლობით წარმოადგენს რეტროსპექტივას – “60-იანი წლების ქართული კინო”.
ქართული კინოკლასიკის გამორჩეული ნამუშევრების აღდგენა ახლახან დასრულდა და მათ მაყურებელი პირველად ნახავს.
ეროვნული არქივის კინოდარბაზში კინოჩვენებებზე დასწრება თავისუფალი იქნება