ანკარაში ლავროვისა და ჩავუშოღლუს მოლაპარაკება დაიწყო
ანკარაში თურქეთისა და რუსეთის პირველი დიპლომატების, მევლუთ ჩავუშოღლუსა და სერგეი ლავროვის მოლაპარაკება დაიწყო.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, მოლაპარაკება ძალიან ინტენსიური იქნება.
შეხვედრაზე მხარეები რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების განახლების პერსპექტივას განიხილავენ, ასევე, უკრაინის პორტებიდან მარცვლეულისთვის უსაფრთხო დერეფნის უზრუნველყოფის საკითხს.