“უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, ევროკავშირის გაფართოება უსაფრთხოების საკითხი გახდა” – ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერი
ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერმინისტრი, დიმიტარ კოვაჩევსკი აცხადებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების დაბლოკილი პროცესი დასავლეთ ბალკანეთისთვის უსაფრთხოების საკითხად იქცა უცხოელი მოთამაშეების გავლენის მზარდი გავლენის ფონზე.
ამის შესახებ მან EURACTIV-თან ინტერვიუში განაცხადა.
ევროკავშირის სამიტამდე, რომელზეც გაფართოების საკითხი უნდა განიხილონ, კოვაჩევსკი ამბობს, რომ სკოპიემ აჩვენა თავისი ლოიალობა და მკაცრი გადაწყვეტილებები მიიღო, მაგრამ ევროკავშირს ამ დრომდე არ დაუწყია გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები.
მისი თქმით, გაფართოება აღარ არის “მხოლოდ გაფართოების ფართო საკითხი, როგორც ასეთი და ის აღარ არის მხოლოდ პოლიტიკური ან ეკონომიკური საკითხი”.
„რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ და დასავლეთ ბალკანეთზე, რომელიც ყველაზე დაუცველია ევროპის კონტინენტზე, მესამე მხარეების გავლენის ფონზე, გაფართოება უსაფრთხოების საკითხი გახდა“, – განაცხადა მან.
კოვაჩევსკი ამბობს, რომ „ჩრდილოეთი მაკედონია უკვე 17 წელია, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა და ამ 17 წლის განმავლობაში ჩვენ ინტეგრაციის პროცესისადმი ჩვენი ერთგულება ვაჩვენეთ“.
კითხვაზე, თუ რა რეაქცია ექნება სკოპიეს, თუ ივნისში უკრაინას კანდიდატის სტატუსს მიანიჭებენ, რომელსაც ხშირად “ურიგოდ გადახტომად განიხილავენ”, კოვაჩევსკი ამბობს, რომ “ისინი იმსახურებენ ბრძოლას თავიანთი კეთილდღეობისა და ევროკავშირში მომავლისთვის”.