დავით ნარმანიამ საკრებულოში დედაქალაქის მთავრობის ახალი შემადგენლობა წარადგინა
დედაქალაქის ახლად არჩეულმა მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოში თბილისის მთავრობის ახალი შემადგენლობა წარადგინა. დედაქალაქის თვითმმართველობამ ნარმანიას გუნდის წევრებს ნდობა უნდა გამოუცხადოს, თუმცა კანდიდატებმა დეპუტატების მოწონება უნდა დაიმსახურონ. შეხვედრა კომისიებში მიმდინარეობს. „ნაციონალური მოძრაობის“ სურვილი იყო, რომ კანდიდატები ფრაქციებშიც წარედგინათ. თბილისის მერმა მოადგილეების, გამგებლობის და საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატები უკვე წარადგინა. ნარმანიამ შეხვედრაზე კომპანია „სი – ტი პარკის“ შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კომპანიის მიმართ კვლავ ბევრი კითხვა არსებობს, რასაც პასუხები მას შემდეგ გაეცემა, რაც ხელშეკრულების გასაიდუმლოებული ნაწილი გასაჯაროვდება.
„ამ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება ძალიან კაბალურია. ჩვენ დეტალურად გავიარეთ ხელშეკრულება, გარდა იმ ნაწილისა, რომელიც გასაიდუმლოებულია. ამ ნაწილის გასაჯაროების შემდეგ საზოგადოების და საკრებულოს წინაშე წარვადგენთ სრულ ინფორმაციას. საზოგადოებას დიდი კითხვის ნიშნები აქვს კონკრეტულად ამ კომპანიის შემოყვანასთან და, საერთოდ, ამ კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ნარმანიამ.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=t5P1g9DgTiI” width=”560″ height=”315″]