ლევან ნიკოლეიშვილი: ვინ უნდა შეცვალოს ხელისუფლება – გიგა ბოკერიამ თუ მისმა ამფსონებმა?! ეს არის ამ ხელმოცარული მავნებლების უბედურება

„ბოკერია, რომელიც ცდილობდა ახალი ქართველის გამოყვანას, მაგრამ ქართველებმა მის პარტიას და ხელისუფლებას გამოუყვანეს წირვა“, – ექსპერტი, ლევან ნიკოლეიშვილი გიგა ბოკერიას განცხადებას ეხმიანება.

მისი თქმით, ბოკერიას სიტყვის ფასს თვითონ ოპოზიციაში დასცინიან უკვე და მთავარ ხელმოცარულ მავნებლად მიაჩნიათ.

„აქ წერია, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოსო“ – ამბობს გიგა ბოკერია, კაცი 1% პროცენტი. ბოკერია, რომელიც ცდილობდა ახალი ქართველის გამოყვანას, მაგრამ ქართველებმა მის პარტიას და ხელისუფლებას გამოუყვანეს წირვა. დაუშვათ, ჰიპოთეზურად დაუშვათ, რომ ასე წერია, მაინტერესებს – ვინ უნდა შეცვალოს ხელისუფლება გიგა ბოკერიამ თუ მისმა ამფსონებმა (ცოლის, თამარ ჩერგოლეიშვილის გარდა მხარდამჭერი ჰყავს? ) ?! აი, ეს არის ამ ხელმოცარული მავნებლების უბედურება, ასე უცხოეთში თუ მიაწვდენენ რაღაც განწირულ იდეებს ლობისტებს და ფეიკ-ტელევიზიებში, რომ არ ჰქონდეთ ეთერი დათმობილი უკვე ვერც ვერავინ იცნობს! რაც შეეხება, ბოკერიას სიტყვის ფასს, თვითონ ოპოზიციაში დასცინიან უკვე და მთავარ ხელმოცარულ მავნებლად მიაჩნიათ“, – წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები