რეზო ჯორბენაძის ახალი წიგნის წარდგენა და მუსიკალურ – ლიტერატურული საღამო – „კონცერტი – ფიქრი“ გაიმართება
11 ივნისს, 19:00 საათზე, კონსერვატორიის დიდ დარბაზში, რეზო ჯორბენაძის ახალი წიგნის – „ლაჟვარდისფერი, ვითარცა ქრისტეს“ წარდგენა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, მკითხველს ასევე ელის – მუსიკალურ – ლიტერატურული საღამო – „კონცერტი – ფიქრი“.
სოლისტები და მოდერატორები არიან: რეზო ჯორბენაძე, თამარ ლიჩელი, ნათია ბერაია, ეკატერინე ტალახაძე, ანა წერეთელი.
შესრულდება: ყანჩელის, ლისტის, ვაგნერი – ლისტის, სტრავინსკის, პროკოფიევის, რახმანინოვის, ბახი – ზილოტის, მარჩელო – ბახისა და ქეიჯის საფორტეპიანო ნაწარმოებები.
შემოსული თანხა მოხმარდება თბილისის ბავშვთა სახლების კეთილდღეობას.