ინგლისურმა ენამ უკრაინაში შესაძლოა, სპეციალური სტატუსი მიიღოს
უკრაინის პრემიერმინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, ინგლისურმა ენამ უკრაინაში შესაძლოა, სპეციალური სტატუსი მიიღოს.
“ინგლისურმა ენამ უკრაინაში შესაძლოა, “საქმიანი კომუნიკაციის ენის” სტატუსი მიიღოს”, – დაწერა მან “ტელეგრამში.
მისი თქმით, „ინგლისური ენა დღესდღეობით გამოიყენება საქმიან კომუნიკაციაში მთელს ცივილიზებულ სამყაროში, ამიტომ, უკრაინაში ასეთი სტატუსის მინიჭება ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას, ინვესტიციების მოზიდვას და უკრაინის ევროინტეგრაციის დაჩქარებას“.
შმიგალის ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტი ამჟამად შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge